სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბანოჯის ​საჯარო სკოლის მოსწავლეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს შეხვდნენ
12-02-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საინტერესო აქტივობებით ეხმარებიან, ყურადღების მიღმა არც 14 დეკემბერი -  საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დარჩენილა. 

ამ ისტორიულ ფაქტს, სკოლა საგანმანათლებლო აქტივობებით გამოეხმაურა, სასწავლო საზოგადოების ერთობლივი ინიციატივით, სამოქალაქოს და ხელოვნების საგნების მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ევროკავშირის თემატიკაზე გაკვეთილები ჩატარდა და მოსწავლეებმა, დერეფნის კედელი თემატურად მოხატეს. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ფაქტი გახდა საფუძველი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლის მარიკა ვაჭარაძის დაინტერესებისა. რომელიც 8 თებერვალს  სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირის მიზნები და საქართველოს სამომავლო პერსპექტივები.

მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ Erasmus+ -ის საგანმანათლებლო პროგრამებით. მარიკა ვაჭარაძემ  სკოლის ბიბლიოთეკისთვის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გზამკვლევი და სხვადსხვა საინფორმაციო ბროშურები გადასცა სკოლის დირექტორს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრას ორგანიზება გაუწია ხელოვნების მასწავლებელმა - სოფიო ყანჩაველმა. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა - ნინო წილოსანმა შეაჯამა არაფორმალური აქტივობა და მადლობა გადაუხადა სტუმრებს საინტერესო საინფორმაციო შეხვედრისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება