| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, ადამიანის უფლებების დაცვა-პატივისცემას და თანასწორუფლებიანობას ასწავლიან.
„გენდერული თანასწორობა, როგორც ადამიანის უფლება“, ასე ერქვა პროექტს, რომელიც სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ოქტომბერ-დეკემბერში განხორციელდა.
19 დეკემბერს პროექტის მონაწილე მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანთან - მზია კიკალიშვილთან.
მოსწავლეებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში მათ მიერ ჩატარებული აქტივობების შესახებ.
გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია „წყალტუბოს მუნიციპალოტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს“ შექმნის, განვითარებისა და საბჭოს მუშაობის შესახებ.
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი სამომავლოდაც გააგრძელონ საბჭოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, რათა სკოლაში შექმნან გენდერული თანასწორობის საბჭო.
შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე. მან შეაჯამა პროექტი და მადლობა გადაუხადა ქალბატონ მზიას, პროექტის მონაწილე მოსწავლეებსა და პედაგოგებს.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას