| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მერვე კლასში საინტერესო კლასის საათი მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
დამრიგებელმა მოსწავლეებს შესთავაზა დაესახელებინათ თემა, რომელზეც სურდათ საუბარი. კლასის საათი წარიმართა თემაზე - „სკოლა ტელეფონის გარეშე“.
მოსწავლეებმა დააფიქსირეს თავიანთი აზრი, მათთვის თემა ძალიან საინტერესო და მრავალმხრივ სასაუბრო აღმოჩნდა, შედეგად კი მე-8 კლასის დამრიგებელმა მოსწავლეთა აქტიურობით, მოამზადა პროექტი - „სკოლა ტელეფონის გარეშე“.
მოსწავლეებმა, წარადგინეს პლაკატები და საინტერესო პრეზენტაცია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი მიღწეულია. მოსწავლეები აცნობიერებენ ტელეფონის გამოყენების უარყოფით და დადებით მხარეებს.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ მე-8 კლასის მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე - სკოლა ტელეფონის გარეშე უფრო ნაყოფიერ ცოდნას იძლევა.
„ტელეფონი ხელს უშლის მოსწავლეებს და ყურადღების გამფანტველია,“ - ამბობენ მოსწვალეები - ნინა, გოგა, მირანდა, კახა და დათო.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას