სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ექსკურსია სამეგრელოში
08-11-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო გასვლით აქტივობებსა და ექსკურსიებს სთავაზობენ.

ახლახან, V-VI კლასების მოსწავლეები, ტრადიციულად, სასწავლო შემეცნებით ექსკურსიაზე ნოქალაქევში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი, თავისი იმიტირებული არქეოლოგიური ველით დაათვალიერეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექსკურსიით იმდენად მოიხიბლნენ ბავშვები, რომ არქეოლოგის პროფესიაზეც კი დაფიქრდნენ.

ბავშვებმა ეგრისის „ისტორიაში“ იმოგზაურეს, საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ულამაზესი, შეუდარებელი ტეხურის სანაპირო მოინახულეს.

„ნოქალაქევის მუზეუმის სიახლოვეს სამკურნალო თვისებების მქონე გოგირდოვანი ცხელი წყალი, ულამაზესი ტრავერტინები, ოხშივარ ავარდნილი ჩანჩქერი, ეს ჩვენი შემდგომი გაჩერების პუნქტი - დედამოკა გახლავთ. მოგიწოდებთ ყველას ყველას ესტუმრეთ დატკბით გამაჯანსაღებელი აბაზანებით და განიტვირთეთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა ასევე მოინახულეს სენაკის მახლობლად ციხესიმაგრე ონოგურისი იგივე შხეფის ციხე, რომელიც როგორც სკოლაში ამბობენ, შუა საუკუნეებში საპატიო პატიმართა საპყრობილეა, მიტოვებული მოუვლელი მაგრამ მაინც ამაყი და მედიდური.

„მადლობა ექსკურსია მძღოლს: ჩიტო აბურჯანია-ციებაშვილს და იმიტირებული არქეოლოგიური ველის ხელმძღვანელებს: ლელა ზარქუას და თეა ქომეთიანს. სკოლის პედაგოგებს: ნანა რამიშვილს და ხათუნა ბოგვერაძეს და პერსონალურ ასისტენტს: ლელა მამალაძეს. განსაკუთრებული მადლობა შემოდგომის ფერებში გახვეულ ულამაზეს სამეგრელოს. მადიდე სამარგალო!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება