| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ბავშვები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ისტორიულ მოვლენებსა და ფაქტებს დიდი მონდომებით აღნიშნავენ.
სკოლაში სომხეთის დამოუკიდებლობის დღეც არ დარჩენილა ყურადღების მიღმა.
21 სექტემბერს სკოლაში, VI კლასის მშობლიური ენის მასწავლებელმა - ევ. ჩივჩიანმა ამ დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი-ღონისძიება ჩაატარა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
მეექვსეკლასელები ღონისძიებისთვის, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დიდი მონდომებით მოემზადნენ. მათ ამ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, იმღერეს, თემატური პლაკატები შექმნეს და ღონისძიებაზე წარადგინეს.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
„32 წლის წინ, 1991 წლის 21 სექტემბერს, სომხეთი დამოუკიდებელი გახდა, ასობით ათასი მოქალაქის ხმა რომ მიიღო, ქვეყანამ იმედითა და ოცნებებით მოიპოვა დამოუკიდებლობა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა