სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სხალთის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა ლიტერატურულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა
01-11-2023
-
+


აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლაში წიგნიერების დონის ამაღლებას და კითხვის მიმართ ინტერესის გაღვივებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ სკოლაში სხვადასხვა სახის ლიტერატურული კონკურსი და აქტივობა იმართება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის კლუბ „ჩვენი საუნჯის“ წევრები( მეცხრეკლასელები) „მხატვრული ლიტერატურის მოყვარულთა“ შორის გამართულ კონკურსში მონაწილეობენ.

როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ჩემია გვიყვება, მეცხრეკლასელმა - ნიკა ვახტანგურმა ნ. დუმბაძის რამდენიმე ტომი უკვე წაიკითხა და მომდევნოს კითხულობს, ასევე კითხვის მოყვარულები არიან მოსწავლეები - ნანა ბარამიძე, მამუკა შაინიძე. ის ამბობს, რომ არ ჩქარობს ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტის“ დამთავრებას, რადგან ძალიან მოსწონს.

„ნინი შაინიძეც ოდნავ „შეფერხებას“ სულ მალე დასძლევს... აბესალომ აბაშიძე კი ცდილობს არ ჩამორჩეს მეგობრებს, სანამ კონკურსის შედეგები შეჯამდება, ჯერ კიდევ არის დრო და თუმცა, წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებს წიგნების კითხვა უყვართ, რაც ძალიან ახარებთ.

„სკოლაში ისე უყვართ წიგნის კითხვა და წიგნები, ალბათ ნაადრევი დასკვნის გაკეთება გამარჯვებულზე არა, მაგრამ მეცხრეკლასელების დამოკიდებულებაზე მხატვრულ ლიტერატურაზე, წიგნსა და პოეზიაზე -  ღირს...

რა კარგი იქნებოდა, წიგნის კითხვა რომ „გადამადები“ იყოს... - ხუმრობს ნაზიბროლა მიქელაძე - კლუბის „ჩვენი საუნჯე“ ხელმძღვანელი და მურვე, - მაგრამ ჩვენი მეცხრეკლასელების გადამკიდე, ალბათ, გახდება გადამდები, მით უფრო, რომ სკოლამ განხორციელებული პროექტის ფარგლებში სოლიდური რაოდენობის წიგნებით მოამარაგა სკოლის ბიბლიოთეკა“, - ამბობს პედაგოგი ქეთევან ჩემია.

პედაგოგი მოსწავლეებს და მასწავლებლებს უსურვებს, რომ ბიბლიოთეკის სასურველი და მუდმივი სტუმრები იყონ.

„სხალთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები არა მხოლოდ ნაკითხი და მიზანსწრაფული, არამედ პოეზიის მოყვარულები და, ზოგადად საიმედო ადამიანები არიან. დაე, მათი წარმატებების შესახებ სამომავლოდ მთელ ქვეყანას გაეგოს... ჯერჯერობით დაბეჯითხებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება - მათი სახით შესანიშნავი თაობა იზრდება, ყველას არ ხელეწიფება საკუთარი შესაძლებლობებზე თავად მოახდინოს ზეგავლენა, ისინი ცდილობენ ამის გაკეთებას“, - ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ჩემია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება