| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში, 1993 წლის 27 სექტემბრის მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
აფხაზეთის ომიდან 30 წელი გავიდა, მოსწავლეებმა, ქვეყნის ამ მძიმე ჟამზე ისაუბრეს, ასევე ისტორიული ფოტო და ვიდეომასალით დატვირთული პრეზენტაცია მოაწყვეს.
მოსწავლეებმა, გაიხსენეს ისტორიული ფაქტები და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით, საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ისტორიის პედაგოგმა ჯონი მუშკუდიანმა, მოსწავლეებს ამ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაცია გააცნო და ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
შეხვედრა კი, ფრაზით - „აფხაზეთი საქართველოა! დიდება გმირებს!“, დასრულდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა