| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის ამაგდარი მასწავლებლის - ზურაბ მოდებაძის პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა.
5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, ქალაქ დმანისის კულტურის სახლში დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ძალიან შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებას დაესწრო და დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 6 პედაგოგს საპატიო სიგელები გადასცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა. გამორჩეულ პედაგოგებს, ასევე, გადაეცათ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სიგელები და ფულადი ვაუჩერები.
დაჯილდოებულ პედაგოგებს შორის გახლდათ ირგანჩაის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი, პროგრამის - „ქართულის, როგორც მეორე ენის“ პედაგოგი ზურაბ მოდებაძე.
ღონისძიება გაალამაზა სხვადასხვა შემოქმედებითმა ჯგუფმა.
სკოლაში ახარებთ პედაგოგის შრომისა და ღვაწლის დაფასება და მას კიდევ არაერთი განათლებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ.
„ირგანჩაის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება გულითადად ულოცავს ბატონ ზურაბს დამსახურებულ ჯილდოს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა