სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაწყებითი განათლების სტუდენტებისათვის ახალი კურსი - სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება იგეგმება
25-09-2023
-
+


გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი კიდევ ერთი საინტერესო საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია. პროექტი „გავიღიმოთ“ ორგანიზაცია „ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი - საქართველო“ და ლონდონის კინგს კოლეჯის კრიზისული სამსახურის ექიმ-ფსიქიატრის სიმონ სურგულაძის ინიციატივით, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით ხორციელდება.  

ახალი პროექტის მიზანია, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისათვის ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერებისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციების სწავლება, რაც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის: ფსიქო-სოციალური კეთილდღეობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ურთიერთობები, საკუთარი თავის შეცნობა,  ემპათია და ალტრუიზმი, კომუნიკაციის უნარები და კრიტიკული აზროვნება, სტრესის მართვა, ბულინგი მოსწავლეებში, ახალგაზრდა ასაკის ფსიქიკური პრობლემები, პოზიტიური ფსიქოლოგია და ა.შ.

პროექტის ფარგლებში იგეგმება სასწავლო კურსის დანერგვა უმაღლეს სასწავლებლებში, რომელიც  განკუთვნილია განათლების საბაკალავრო კურსის სტუდენტების - მომავალი მასწავლებლებისათვის. სასწავლო კურსი მომავალ მასწავლებლებს დაეხმარება, მართონ საკუთარი ემოციები და ხელი შეუწყონ პოზიტიური ფსიქოლოგიური გარემოს შექმნას სკოლებში, სადაც ისინი მომავალში იმუშავებენ.

კურსის პრეზენტაცია უკვე ოქტომბერში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშია დაგეგმილი, სადაც საზოგადოება დეტალურად გაიცნობს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებსა და კურსის სპეციფიკას, იმ მიდგომებს, რომელსაც გამოიყენებენ პროექტის ორგანიზატორები.

პროექტის „გავიღიმოთ“ ჯამური ბიუჯეტი 2023-2024წწ პერიოდში 65 ათას ლარამდეა, საიდანაც  გპ ფონდის ინვესტიცია აღნიშნული იდეის განხორცილებაში 30 ათას ლარს აჭარბებს. აღნიშნულ ინიციატივაში დაგეგმილია ხუთი უნივერსიტეტის ჩართვა, მათ შორის იმ უნივერსიტეტების, სადაც ფონდი სასტიპენდიო პროგრამა ხორციელდება.

პროექტის სპონსორები არიან პაშა ბანკი და თიბისი ბანკი.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. საკუთარი საქმიანობითა და განათლების სექტორში ინვესტირებით "გპფ" მოწოდებულია, შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 5 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 30-მდე საგანმანათლებლო პროექტი. "გპფ-ს" ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში აღემატება 4 მლნ. ლარს.

ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი – საქართველო 2009 წელს დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანი თავისუფალი, დემოკრატიული სოციალურად და პოლიტიკურად ღია და აქტიური საზოგადოების მხარდაჭერაა. შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო ეძებს გზებს ისეთ ორგანიზაციებთან და ადამიანებთან თანამშრომლობისათვის, რომლებიც იბრძვიან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი – საქართველო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსის (BBSA) შვილობილი ორგანიზაციაა. ალიანსი 2008 წლის 31 ოქტომბერს შეიქმნა რიგაში 2008 წლის ქართულ – რუსული ომის საპასუხოდ, რეგიონული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დასაცავად.


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

ვის სჭირდება დოკუმენტების მიტანა გამოცდების ეროვნულ ცენტრში და რა ვადებში - დეტალური ინფორმაცია 

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება