| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
ეს დღე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებით ემოციური და სიხარულით სავსე პირველკლასელებისთვის იყო, რომელთათვისაც პედაგოგებმა საკლასო ოთახები საზეიმოდ მორთეს.
სკოლას ასევე სტუმრები ეწვივნენ, რომლებმაც მოსწავლე-პედაგოგებს წარმატებული წელი უსურვეს.
„სასწავლო წლის დასაწყისი მოგვილოცეს საპატიო სტუმრებმა: ამირან წულუკიძემ და რესან ბერიძემ“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ გასული სასწავლო წლის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. სკოლის კურსდამთავრებულმა - ზურაბ ბარამიძემ კი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით 1-ელი და მე-2 კლასის მოსწავლეები მაისურებით დააჯილდოვა.
სკოლა მას მადლობას უხდის ამ საჩუქრებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა