| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში ახალ, 2023-2024 სასწავლო წელს მოსწავლე-მასწავლებლები ამაღლებული განწყობით შეხვდნენ.
პედაგოგებმა ბავშვებისთვის საკლასო ოთახები საზეიმოდ მორთეს და მათ დიდი სიხარულით შეეგებნენ. მოსწავლეებს საზეიმოდ მორთულმა სკოლის გარემომ კი განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა და გაახარა.
დირექცია და პედაგოგები მათ წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებენ.
„ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ! სასწავლო წლის დაწყებას ასევე ვულოცავთ ჩვენს პატარა ბარტყებს, რომლებმაც პირველად შემოიფრთხიალეს ცოდნის სამყაროში, ახალი ბუდეები თქვენს დასაფრთიანებლად მზად არის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა