სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბედნიერებაა, როცა შენი მოსწავლეები წარმატებას აღწევენ“- დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
04-09-2023
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველი მისცეს.

ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. მათგან ორმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ: 

  1. ანა ქათამაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის ფაკულტეტი, 50%-იანი გრანტი;
  2. სალომე ადაძე - კავკასიის უნივერსიტეტი, ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი, 50%-იანი გრანტი;
  3. გიორგი აბაშიძე - ბათუმის საზღვაო აკადემია, ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტი;
  4. დავით ვაშაყმაძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ტურიზმის ფაკულტეტი;
  5. გიორგი აბულაძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ტურიზმის ფაკულტეტი;
  6. მეა ირემაძე - საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტი;
  7. ხატია ირემაძე - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი;
  8. მეგი ბერიძე - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
  9. სალომე ართმელაძე - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თურქოლოგიის ფაკულტეტი;
  10. მაია ვაშაყმაძე - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი;
  11. თინიკო ხარაბაძე - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქიმიის ფაკულტეტი;
  12. ნიკა მარკოიძე - ევროპის უნივერსიტეტი, ტურიზმის ფაკულტეტი;
  13. მარიკა მგელაძე - ალტე უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
  14. რომანი ხარაბაძე- ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, კულტურული ტურიზმის ფაკულტეტი;
  15. ეკა ჭელიძე- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი;
  16. ნანა შაინიძე - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
  17. ნინო კონცელიძე - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, ტურიზმის ფაკულტეტი

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„სკოლისთვის უდიდესი ბედნიერებაა, როცა შენი მოსწავლეები დიდ წარმატებას აღწევენ და გასახელებენ. დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვასა და გრანტის მოპოვებას!“,- ნათქვამია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება