სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვამაყობთ თქვენი მიღწევებით“ - ტობანიერის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
04-09-2023
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის ტობანიერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. მათგან დათო ოჩხიკიძემ სახელმწიფოს სრული დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლაში მოსწავლეთა შედეგები ახარებთ, მათ სტუდენტობას ულოცავენ და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ. 

„ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა: „განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს“ და ეს ის დღეა, როცა თქვენი წარმატებით ჩვენი გულები გაათბეთ ჩვენო კურსდამთავრებულებო ! ვამაყობთ თქვენი მიღწევებითა და იმ წლებით, რომელებიც თქვენთან ერთად ჩვენი მშობლიური სკოლის კედლებში გავატარეთ, ამ თორმეტ წელს უკვალოდ არ ჩაუვლია და შრომამ ნაყოფი გამოიღო.....დღეს პირველი ნაბიჯები თამამად გადადგით ცხოვრების ფართო ასპარეზზე და აწ უკვე თავად ხართ პასუხისმგებელნი თქვენს არჩევანსა და მომავალზე! უფალმა დალოცვილი და წარმატებული გზით გატაროთ და გახსოვდეთ: „განათლება - ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს“ - ჩვენ, თქვენი მასწავლებლები, გისურვებთ ეს იარაღი ადამიანთა და სამშობლოს სასიკეთოდ გამოგეყენებინოთ! კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ წარმატებას: დათო ოჩხიკიძე -თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, გიორგი ოჩხიკიძე -კავკასიის უნივერსიტეტი, ტარიელ ადეიშვილი - წერეთლის უნივერსიტეტი, საბა სოსელია - სოხუმის უნივერსიტეტი, ირაკლი ქართველიშვილი - სოხუმის უნივერსიტეტი, რეზი ჯულაყიძე-ტექნიკური უნივერსიტეტი......

ჩვენო მომავალო ფილოსოფოსებო , ისტორიკოსებო, ეკოლოგებო, ინჟინრებო, (საბედნიეროდ მრავალფეროვანი პროფესიები აირჩიეთ) , თქვენი საქმის ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბდით და ღირსეული მამულიშვილობა გაწიეთ ! თქვენს მიერ არჩეულ გზას დაგილოცავთ! თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ღირსეული ვაჟკაცები ხართ! გვეიმედებით!“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა 45 ათასზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, ხოლო სტუდენტის სტატუსი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება