| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც სწავლას სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ.
სკოლა დიდი სიამაყით ულოცავს კურსდამთავრებულებს: თამარ თოდრიას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარებას; ელენე კალანდაძეს, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პედაგოგიკის მიმართულებით სწავლის გაგრძელებას და ლუკა კალანდაძეს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტზე ჩარიცხვას.
როგორც სკოლაში ამბობენ, სკოლისა და პედაგოგებისთვის ახალი სასწავლო წლის დასაწყებად საუკეთესო მოტივაციაა ახალგაზრდების წარმატება.
„ჩვენს კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სტუდენტობას. წარმატებული და შემოქმედებითი ყოფილიყოს თქვენი სტუდენტური გზა. დაუბრკოლებელ წინსვლას გისურვებთ ჩვენი სკოლისა და ქვეყნის სასახელოდ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა