| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. ამასთან ორმა მათგანმა - ნანიკო მეზურნიშვილმა და სალომე მეზურნიშვილმა 50%-იანი გრანტი მოიპოვა. ამასთან აღსანიშნავია, რომ სტუდენტი სკოლის ყველა კურსდამთავრებული გახდა.
სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, ამიტომ დირექტორი მედიკო მირზაშვილი და პედაგოგები, რომელთაც მათ სწავლა-განათლებაში დიდი შრომა ჩადეს, ახალგაზრდების წარმატება განსაკუთრებით ახარებთ.
„ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავ სტუდენტობას, ბედნიერ, წარმატებულ მომავალს ვუსურვებ. ვულოცავ: კახაბერ მირზაშვილს, ტატო მეზურნიშვილს, ბაჩო მეზურნიშვილს, გოგა მეზურნიშვილს, სალომე მეზურნიშვილს, ცისი მეზურნიშვილს, ნინო მეზურნიშვილს, გიორგი გურულს, ბეჟან ალაფიშვილს, ქეთი ალაფიშვილს, მარიამ ჯიჯიაშვილს, ნათია ხიზანიშვილს, მარიამ ამირანაშვილს, რეზი ყურაშვილს, სალომე თვარაძეს“,- ნათქვამია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა 45 ათასზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, ხოლო სტუდენტის სტატუსი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა