| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის შვიდი კურსდამთავრებულიდან 6 სტუდენტია. კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. მათ შორის მარი ძირკვაძემ 50%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა.
სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ და მათი წარმატება განსაკუთრებით ახარებთ.
სკოლის დირექტორი რევაზ ძირკვაძე და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„წარმატებას ვუსურვებ ჩემს უმცროს მეგობრებს, ვულოცავ, ცხოვრების ახალ ეტაპის დაწყებას“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი რევაზ ძირკვაძე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა