სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ პროექტმა - „პიგმენტები ფერწერისათვის ნორჩი მკვლევარებისაგან“, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების კონკურსში გაიმარჯვა 
16-08-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები არაერთ საინტერესო კონკურსსა თუ პროექტში ერთვებიან და წარმატებას აღწევენ. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრობლობის ფარგლებში, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისთვის კონკურსი - „საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი-2023“ გამოაცხადა. აღნიშნული კონკურსის მიზანი „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის“ ფარგლებში, ღირებული და ნოვატორული ინიციატივების გამოვლენა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

ჟიურის გადაწყვიტილებით, კონკურსის პირობებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით, პირველი ადგილი სკოლა „ანაბასისის“ (კლუბის ხელმძღვანელი - ქეთევან ედიბერიძე) პროექტმა - „პიგმენტები ფერწერისათვის ნორჩი მკვლევარებისაგან!" დაიმსახურა.

მკვლევართა კლუბის მასწავლებელი ვარშავაში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში გამართულ ფორუმზე გაემგზავრება, ხოლო კლუბს კი სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა. 

სკოლაში კლუბის მიღწევებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ. 

„დიდი მადლობა კლუბის ყველა წევრს. პროექტში ჩართულ მოსწავლეებს: ნიკოლოზ ცხადაძეს , ნიკოლოზ ჩინჩალაძეს, ქეთი დოღაძეს, ელენე მელაძეს, ასევე, ხელოვნების პედაგოგს ქალბატონ ნანა გიორგაძეს თანამშრომლობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

კონკურსში მეორე ადგილი ილია ჭავჭავაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის (კლუბის ხელმძღვანელი: ელისო აბრამიშვილი) პროექტმა - „სამზარეულოს ქიმია", ხოლო მესამე ადგილი თელავის N7 საჯარო სკოლის (კლუბის ხელმძღვანელი - ნუნუ ჯავახიშვილი) პროექტმა - „აბრეშუმისმაგვარი ბოჭკო“ დაიმსახურა.

მეორე და მესამე ადგილზე გასულებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან „ლიგამუსის" სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება