სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა მოსწავლე-ახალგაზრდები მადლობის სიგელით დააჯილდოვა
14-08-2023
-
+


ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ფიფიამ მოსწავლე-ახალგაზრდები, საგანმანათლებლო-კულტურულ ღონისძიებაში აქტიურობისათვის, მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ლიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღვლენილი წირვის შემდეგ, სამრევლო სკოლაში საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება ჩატარდა. მის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდების მიერ, წლის განმავლობაში შესრულებული ნახატებისა და ხატწერის ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.

მათი ხელოვნების მასწავლებელი ლელა ლაცუზბაია. ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეები გიორგი ფიფიამ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმეს ლოცვა -კურთხევით დააჯილდოვა. 

გარდა ამისა, ურთიერთთანამშრომლობისა და კულტურულ - საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისათვის, მადლობის სიგელი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სოფელ ლიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისა და ეკლესიასთან არსებული სამრევლო სკოლის წინამძღვარს, დეკანოზი გალაქტიონ ფიფიას გადაეცა.

ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა.

„მადლობის სიგელი გადაეცემა ხელოვნების, ხატვისა და ხატწერის პედაგოგს, ლელა ლაცუზბაიას, რომელიც პროფესიონალური ოსტატობითა და გულისხმიერებით გადასცემს მომავალ თაობას ქართული ხელოვნების ტრადიციებს.

ღონისიება ჩატარდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევითა და ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზი გალაქტიონის (ფიფია) ლოცვა-კურთხევით. ასევე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით“,- ვკითხულობთ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება