| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლიდან 2023 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს.
კურსდამთავრებულებისთვის 19 ივნისს „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს და ერთმანეთს საუკეთესო სურვილები დაუტოვეს. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა ასევე სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
„19 მაისი - დღე-ბედნიერების, სიხარულის, სინანულისა და მადლიერების. ბავშვური გულწრფელობით გულაჩუყებული ჩვენი საყვარელი მე-12 კლასელები და არანაკლებ გულაჩუყებული მაყურებელი. გვჯერა, აუცილებლად გაიჟღერებს თითოეული თქვენგანის სახელი სიამაყით! თქვენ ყველას გაგვითბეთ გულები! გვიყვარხართ და მოგვენატრებით! წარმატებული გზა!“,-ასე დაულოცეს გზა კურსდამთავრებულებს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას