სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აზროვნების ექვსი ქუდი“- ახალშენის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ქართული ენისა და ლიტერატურის ღია გაკვეთილზე საინტერესო სასწავლო მეთოდს მიმართა 
21-06-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. აკადემიური წელი გაჯერებული იყო მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილებით. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-4 კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელსაც მასწავლებელი ლუიზა ტუკვაძე ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილის თემა იყო ტარიელ ხავთასის მოთხრობა - „მოხუცი და ბროლია“.

მასწავლებელმა გაკვეთილის მიზნის მისაღწევად გამოიყენა სხვადასხვა მეთოდი, მათგან მე-4 კლასელებისთვის სიახლე იყო „აზროვნების ექვსი ქუდი“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილზე ახალი მეთოდი საინტერესოდ დაიტესტა კოლეგებისთვისაც. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებმა მარტივად შეძლეს მიტოვებული ოთხფეხა მეგობრების პრობლემის გადაჭრა სხვადასხვა ჭრილიდან. ბავშვებმა საკითხი განიხილეს დადებითი და უარყოფითი მხრიდან, იმსჯელეს არგუმენტირებულად და შეიმუშავეს პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე ვერსია.

„გაკვეთილი დასაწყისიდან დასასრულამდე აქტიურ რეჟიმში ჩატარდა, მოსწავლეებში იგრძნობოდა გაკვეთილისადმი ჩართულობა და ინტერესი“,- დასძენენ სკოლაში. 

დასასრულს, მასწავლებელმა შეაფასა საკუთარი გაკვეთილი. ისაუბრა მეთოდის ეფექტურობასა და მიღწეულ შედეგზე. დამსწრე კოლეგებმა გამოხატეს საკუთარი შთაბეჭდილებები. აღნიშნეს, რომ ახალ მეთოდს დანერგავენ საკუთარ პრაქტიკაშიც.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება