სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლების აქტიური ჩართულობით, ნაგავსაყრელი დაკონსერვდა
19-06-2023
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობას მართავენ. 

სკოლის სხვადასხვა დისციპლინის მასწავლებლების, მათი მოსწავლეებისა და პარტნიორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, პროექტის - „დაიცავი საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, სოფლისა და თემის საჭიროებაზე მორგებული მეტად მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა. რაც ერთ-ერთი დიდი მოცულობის ნაგავსაყრელის დაკონსერვებასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ურნების განთავსებას მოიცავდა. 

მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო, სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებს. აქტივობა ეკოკომიტეტის კოორდინატორის, ქართული ენისა და ლიტერატურის კონსულტანტი მასწავლებლის - შორენა ლობჯანიძის ჩართულობით გაიმართა.

„მოგეხსენებათ,რომ თანამედროვე მსოფლიოს სასკოლო სასწავლო პროგრამებში განათლებას მდგრადი განვითარებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. მდგრადი განვითარების მიზნები გვთავაზობს ჩვენი საერთო მომავლის ხედვასა და განსაზღვრავს დღის წესრიგს ყველა ადამიანის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, ამ მიზნების მნიშვნელობაში დასარწმუნებლად, მათ მიღწევაში საკუთარი როლის გასაცნობიერებლად, მნიშვნელოვანია განათლება მდგრადი განვითარებისთვის. განათლებამ საშუალება უნდა მისცეს ყველა ადამიანს შეიცნოს სამყარო მის გარშემო, გაიუმჯობესოს სწავლისა და ცხოვრების შესაძლებლობა, იპოვოს თავისი ადგილი საზოგადოებაში და გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა. განათლება მდგრადი განვითარებისთვის აყალიბებს იმ ცოდნას, დამოკიდებულებებსა და უნარებს, რომლებიც ადამიანებში აღვიძებენ მოტივაციას, აიღონ პასუხისმგებლობა გარემოს დაცვასა და ზრუნვაზე, შეძლონ გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების პრევენცია და გადაჭრა, შეინარჩუნონ და აღადგინონ გარემო მათ ირგვლივ.

სასწავლო პროექტის განხორციელების ეტაპზე, პარტნიორობასა და ინტერდისციპლინარულ მიდგომას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ, ღების საჯარო სკოლის სხვადასხვა დისციპლინის მასწავლებლების, მათი მოსწავლეებისა და პარტნიორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, საერთაშორისო პროექტის: „დაიცავი საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, განხორციელდა სოფლისა და თემის საჭიროებაზე მორგებული მეტად მნიშვნელოვანი აქტივობა: ერთ-ერთი დიდი მოცულობის ნაგავსაყრელის დაკონსერვება და მიმდებარე ტერიტორიაზე ურნების განთავსება.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო პროექტში ჩართული პარტნიორი ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის, ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის - ნოდარ გობეჯიშვილის და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის - როსტომ ლობჯანიძის კომპლექსური და თანმიმდევრული მხარდაჭერა. მერიის სამსახურის დავალებით, აქტივობის განხორციელების პროცესში ჩაერთო შ.პ.ს. „ონის სერვის-ჯგუფი“, დირექტორის - ნიკოლოზ მაისურაძის უშუალო ხელმძღვანელობით. მათი მეშვეობით ნაგავსაყრელს ზემოდან დაეყარა დაახლოებით 60 კუბური მეტრი ქვიშა და ხრეში, რამაც მოგვცა შესანიშნავი შესაძლებლობა თავიდან აგვერიდებინა ღია ნაგავსაყრელისთვის თანმდევი საფრთხეები და გვეზრუნა გარემოზე, წყალზე (რომელიც მის გვერდით ჩაედინება), ნიადაგზე, ატმოსფერულ ჰაერსა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე.

ონის მერიის თანამონაწილეობით, სოფლის ცენტრალურ ადგილებზე პირველ ეტაპზე განთავსდა 4 დიდი ურნა, სადაც მოხდება ნარჩენების განთავსება და შევსების შემთხვევაში სპეციალური მანქანით მისი გატანა, რომელსაც უზრუნველყოფს ონის დასუფთავების სამსახურის უფროსი კახაბერ ჩიკვილაძე.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სკოლისა და თემის სახელით მადლობა გადავუხადო ონის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ სერგი ხიდეშელსა და მის მოადგილეს, ბატონ გიორგი ნოდარიშვილს, ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელსა და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონებს: ნოდარ გობეჯიშვილსა და როსტომ ლობჯანიძეს, ასევე, შ.პ.ს. „ონის სერვის-ჯგუფის“ დირექტორს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ღების საჯარო სკოლის მთელ პედაგოგიურ გუნდს მათ მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის. მჯერა, რომ ჩვენ, ერთად, სოფლის საჭიროებაზე ორიენტირებულ არაერთ პრობლემას მოვაგვარებთ“,- წერს ეკოკომიტეტის კოორდინატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის კონსულტანტი მასწავლებელი - შორენა ლობჯანიძე. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:







კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განაცხადების მიღება დაიწყო - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

ვის აქვს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიატიან პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება - ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა

„კარიერული წინსვლა აღარ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის გამოცდასთან“...

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სალათი, დესერტი და კოქტეილი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ქართული ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ

დიდი სამსარის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება