სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემზე მეტად, არავის სურს თქვენი სკოლაში დარჩენა... ახლა, აცრემლებული თვალებით ვწერ ამ ტექსტს“ - მოსწავლის ემოციური წერილი პედაგოგ მელანია დოლიძეს 
19-06-2023
-
+


15 ივნისს, მოსწავლეებისთვის გამორჩეულად საყვარელმა სპორტის პედაგოგმა მელანია დოლიძემ, სკოლაში შრომითი ხელშეკრულება დაასრულა და თვის მოსწავლეებს დაემშვიდობა.

პედაგოგის სკოლიდან წასვლა მოსწავლეებისთვის ძალიან სამწუხარო აღმოჩნდა. ის თავის აღსაზრდელებს განსაკუთრებით უყვართ, რადგან მუდამ მათ განვითარებაზე ზრუნავდა და ცდილობდა მათთვის საინტერესო სასწავლო გარემო შეექმნა, აღსანიშნავია, რომ ეს საკმაოდ წარმატებითაც გამოსდიოდა.

მოსწავლეები პედაგოგს დიდი სიყვარულითა და სამადლობელი ტექსტებით გამოემშვიდობნენ, რამდენიმე მათგანმა ემოციური წერილიც მისწერა.

ამჯერად, გიზიარებთ თათია ართმელაძის წერილს:

„საუკეთესო მასწავლებელს!

ჩემო ლამაზო და საყვარელო მასწავლებელო, ძალიან მწყინს ამ ტექსტს რომ ვწერ, მაგრამ რას ვიზამთ. ვიცი,  რომ ერთ მშვენიერ დღეს რაღაც სასწაული მოხვდება და თქვენ გვასწავლით დარჩენილი შვიდი წლის მანძილზე. არ ვიცი რა როგორ მოხვდება, მაგრამ ის ვიცი, რომ ღმერთი ზემოთაა, ყველაფერს ხედავს და ისმენს. თქვენ ჩემი დაუვიწყარი და სამართლიანი მასწავლებელი ხართ და მუდამ იქნებით. ალბათ არიან ისეთი გულკეთილი მოსწავლეები და მასწავლებლები, რომლებსაც თქვენი დაკარგვა არ სურთ, მაგრამ ის ვიცი რომ ჩემზე მეტად, არავის სურს თქვენი ამ სკოლაში მასწავლებლად დარჩენა და ვიცი თუ რატომ ვამბობ ამ სიტყვებს, რადგან მე ახლა აცრემლებული თვალებით ვწერ ამ ტექსტს. ვიცი, რომ სამართალი იზეიმებს და თქვენ ისევ დარჩებით ამ სკოლაში მასწავლებლად.

ვიცი, რომ თქვენ ისევ ჩამიკრავთ ამ დანარჩენი შვიდი წლის განმავლობაში გულში. ზოგიც კიდე ამბობს, ეს ერთი წელი არაფერია, მაგრამ ეს ერთი წელი ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. იყო ძალიან დატვირთული დღეები, მაგრამ ჩვენ თქვენთვის მაინც ყველაფერს შევძლებთ. მიყვარხართ და მეამაყებით მას“,- წერს მოსწავლე. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება