სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვალის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა
16-06-2023
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად წარიმართა. 

სკოლა წელს ერთმა მოსწავლემ - მარიამ გოზალიშვილმა დაამთავრა. ბუშტებითა და ყვავილებით გაფორმებულ დარბაზში მარიამმა მასწავლებლებს ლექსები მიუძღვნა,  მადლობა გადაუხადა გაწეული ამაგისთვის.

ის მეგობრებმა გააცილეს და გზა დაულოცეს, მასწავლებლებმა კი წარმატებები უსურვეს ახალ, საინტერესო ცხოვრებაში.

გარდა ამისა, პირველ მასწავლებელს - ია ჩადუნელს, მეოთხე კლასის მოსწავლეებიც დაემშვიდობნენ. როგორც სკოლაში ამბობენ, პედაგოგი, ოთხი წლის განმავლობაში, მოსწავლეებს გვერდში ედგა, ეხმარებოდა და მათი მეგობარი იყო. 
 
„სკოლაში გატარებული დრო საუკეთესოა ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ასევე ბავშვებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა სკოლის დამთავრება. ღონისძიება ემოციებით სავსე იყო და ცრემლებიც გამოიწვია, რადგან მოსწავლეებთან განშორება ყოველთვის რთულია, მასწავლებლები ეჩვევიან მათ, საკუთარ შვილებად თვლიან და როგორც მშობლები, ზრუნავენ მათ უკეთეს მომავალზე. 
სკოლის სახელით, ვულოცავთ ყველას სკოლის დამთავრებას და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება