სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საუკუნეებს გადანდობილი საიდუმლოებანი“ - ითხვისის N1 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი პროექტი განხორციელდა
16-06-2023
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს  განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - „საუკუნეებს გადანდობილი საიდუმლოებანი“.

პროექტის მიმდინარეობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი -  მოსწავლეები, პედაგოგები, თემი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანს წარმოადგენდა ითხვისის არქეოლოგიური გათხრების ადგილის პოპულარიზაცია, ითხვისის, როგორც უძველესი, ანტიკური  ხანის ქალაქის ისტორიის გაცნობა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს  ლაშქრობებში, ადგილობრივ გარემოში არსებული ღირსშესანიშნაობების გასაცნობად და შესასწავლად. ბავშვებმა ასევე, მოინახულეს ითხვისის იოანე ნათლიმცემლის ტაძარი, ითხვისის მაცხოვრის ეკლესია, სახატო, ითხვისის ციხე, ითხვისის ნაქალაქარი, ბჟინევის ციხე. მოეწყო შემეცნებითი ექსკურსია ჭიათურის მხარეთმცოდნეობისა და ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის მუზეუმებში.

„საინტერესო იყო თემის წარმომადგენლების პრაქტიკულ აქტივობებში ჩართვა. გაიზარდა სასკოლო საზოგადოებისა და თემის ჩართულობა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ: თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, ეროვნული კატეგორიის მსაჯი, სპორტის ოსტატი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი გრიგოლ ბარჯაძე, სოფლის თვითმართველობის წარმომადგენლები როლანდი მოცრაძის ხელმძღვანელობით, დეპუტატი ოლეგი ყობიაშვბილი, რესურსცენტრისა და პროფკავშირის წარმომადგენლები, სკოლის უხუცესი პედაგოგი ცისანა იაკობიძე.

როგორც სკოლაში, გვიყვებიან მოსწავლეებმა პროექტით სიღრმისეულად გაიაზრეს ითხვისის, როგორც უძველესი, ანტიკური ხანის ისტორია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება