| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხის საჯარო სკოლაში მეცხრეკლასელი ლიზი ანთაძისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. აღსანიშნავია, რომ მცირეკონტინგენტიან საბაზო სკოლაში „ბოლო ზარი“ მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ინგლისური ენის მასწავლებლის - ქეთევან ვასაძის ხემლმძღვანელობით მე-9 კლასელი ლიზი ანთაძე საშუალო საფეხურის ასპარეზზე გრანდიოზული ღონისძიებით გააცილეს.
საფეხურის მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე, იმსჯელეს ბულინგსა და ძალადობაზე.
მათ ყურადღება მეგობრის როლზე გაამახვილეს და სამოქალაქო პასუხიმსგებლობაზე წარადგინეს პრეზენტაციები.
აღნიშნულ დღეს სკოლაში ასევე ფილმების ჩვენება მოეწყო.
„მოსწავლეებმა დაახასიათეს ერთმანეთი, იმოგზაურეს წარსულში, პირველი კლასიდან დღემდე გაიხსენეს საინტერესო ფაქტები სასკოლო ცხოვრებიდან. ბოლოს ლიზის უსურვეს ძალიან ბევრი წარმატება და დაულოცეს გზა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის ემოციური იყო.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა