სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯოყოლოს საჯარო სკოლაში პროექტის -„მომავალი მრავალფეროვნებაშია“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
16-06-2023
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და პროექტებით გამოირჩეოდა. 

მათ შორის აღსანიშნავია, სასკოლო-სასწავლო პროექტის- „მომავალი მრავალფეროვნებაშია“ - დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

„პროექტზე მუშაობის პროცესი შინაარსიანად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. ღონისძიებაც შესაბამისი გამოვიდა“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულ პროექტში ჩართულნი იყვნენ: საზოგადოებრივი მეცნიერების, ქართული ენის, დაწყებითის, ესთეტიკური აღზრდის კათედრები და სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა.

„მრავალი ფერი და მრავალფეროვნება ამშვენებდა დარბაზს“, - გვეუბნებიან სკოლაში.

ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ სტუმრები.

მოსწავლეებმა დახატეს სხვადასხვა ქვეყნის დროშები, შექმნეს ნახატები, დაწერეს ესსები, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინეს ინტერვიუები, პრეზენტაციები, ისაუბრეს მრავალფეროვნების არსსა და მნიშვნელობაზე, შექმნეს ხელნაკეთი ფოტოალბომი, რომელიც ასახავდა სხვადასხვა ეროვნების,  ეთნიკური ჯგუფის ძმადშეფიცვის ტრადიციებს, ერთობლივ დღესასწაულებს, ერთიანობას.

ღონისძიების დასასრულს, პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულებსა და აქტიურად ჩართულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.

მათ მადლობა გადაუხადეს მშობლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება