სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიის მასწავლებელი და მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობდნენ
15-06-2023
-
+


წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლურ გიმნაზიას პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული და მოტივირებული მასწავლებლები ჰყავს, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან. 

ერთ-ერთი ასეთი ხელოვნების მენტორი მასწავლებელი ნინო ცარციძეა. ამჯერად, ის თბილიში, სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ „ქი ქონსალთინგის განათლების კლუბის„ და საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელის - ინგა ხარჩილავას დაგეგმილ ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობდა.

ნინო ცარციძის მოხსენების თემა იყო - „თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების როლი სწავლა-სწავლების პროცესში და გავლენა ბავშვის განვითარებაზე“. 

გარდა ამისა, პედაგოგ ნინო ცარციძისა და ინგლისური ენის მასწავლებელ - თეონა ღუღუნიშვილის ხელმძღვანელობით, გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლები - ქეთი სოფრომაძე, მარიამ სოფრომაძე და ეთო დევიძე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მე-2 სემესტრში მოსწავლეები მუშაობდნენ ხელოვნების პროექტზე, რომლის ფარგლებში პრეზენტაციები კონფერენციისთვის  მომზადდა. კონფერენციის ორგანიზატორი საერთაშორისო სტაჟირების უნივერსიტეტის ქართული გუნდი - ინგა ხარჩილავა, კახაბერ ჩაკვეტაძე, მარიამ მამაგულაშვილი და გიმნაზიის ხელოვნებს მასწავლებელი - ნინო ცარციძე იყვნენ. 

კონფერენცია, ონლაინ ფორმატში, პროექტის - „ახალგაზრდული ხმა ახალი ხედვა“ ფარგლებში, გაიმართა. მის თემა იყო: მდგრადი განვითარების მიზნები. მასში მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

„ჩვენი სკოლის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ ონლაინ სერტიფიკატებით. ონლაინ სერტიფიკატებით დაჯილდოვდა, აგრეთვე მე-10 კლასის მოსწავლე ვასო ჭიღლაძე, საკონფერენციო პრეზენტაციების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის. მადლობას ვუხდით კონფერენციის ორგაზიტაროებს ამ შესაძლებლობსთვის, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს აქვთ საშუალება იდგნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ წარმომადგენლებთან ერთად თავიანთი ხმა გააგონონ მსოფლიოს და ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მიზნების მღწევას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება