სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პირველკლასელს სახლთან ახლოს სკოლაში ადგილების ამოწურვის გამო ვერ არეგისტრირებთ? - რის უფლებას გაძლევთ კანონი
17-06-2023
-
+


2023-2024 სასწავლო წლისთვის სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მშობელთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავს, რომ შვილების სასურველ სკოლაში დარეგისტრირება ადგილების ამოწურვის გამო უჭირთ და იძულებულნი არიან, ბავშვი სკოლაში საცხოვრებელი სახლიდან შორს ატარონ.

კანონში არსებობს ჩანაწერი - ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა, რომლის თანახმადაც, მოსწავლეს უფლება აქვს, სწავლობდეს საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, სკოლებში რეგისტრაციის დროს კი ეს ირღვევა.

„სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის) მიერ ზოგადი განათლების თავის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას“, - წერია ოფიციალურ დოკუმენტში.

რა ხერხს მიმართავენ მშობლები, როდესაც შვილს სასურველ სკოლაში ვერ არეგისტრირებენ?

მოსწავლეთა სასურველ სკოლაში რეგისტრაცია იმ შემთხვევაშია შეუძლებელი, როდესაც განკუთვნილი ადგილების რაოდენობა ამოიწურება, ასეთ დროს მშობელი ბავშვს სხვა სკოლაში არეგისტრირებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას შვილის სასურველ სკოლაში გადაყვანის საშუალება აღარ მიეცემა. უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებში დარეგისტრირებული მოსწავლეების რაოდენობა ხშირად იცვლება. მაგალითად, თუ დადგენილ ვადებში მშობელი დოკუმენტებს არ წარადგენს, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება, ეს კი გამოთავისუფლებულ ადგილს ნიშნავს. გარდა ამისა, ზოგჯერ დარეგისტრირებული მოსწავლეები სასწავლო წლის დაწყებისთანავე მობილობით სხვა სკოლაში გადადიან, რა დროსაც ასევე თავისუფლდება ადგილი. აქედან გამომდინარე, მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან თუ შვილს სასურველ სკოლაში ადგილების ამოწურვის გამო ვერ დაარეგისტრირებენ, მათ მობილობის შანსი მიეცემათ.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზეა - http://registration.emis.ge შესაძლებელი.

მოსწავლეთა ჩასარიცხად მხოლოდ ელექტრონული რეგისტრაცია საკმარისი არაა. აუცილებელია სკოლაში დოკუმენტაციის წარდგენაც.

პირველკლასელების დოკუმენტები მშობელმა (მეურვემ) 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით უნდა წარადგინოს. თუ დოკუმენტებს დადგენილ ვადებში ვერ წარადგენთ, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება