| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძეს მოტივაციას მოსწავლეთა მიღწევები, აღიარება და მათი სიყვარული აძლევს. ბავშვების მოტივაციის ამაღლებაზე თავადაც აქტიურად ზრუნავს. როგორც თავად აღნიშნავს, აუცილებელია სასწავლო პროცესში პედაგოგებთან ერთად მშობელთა ჩართულობაც. მისი თქმით, საერთო ძალებითა და გუნდური მუშაობით მიიღწევა წარმატება.
etaloni.ge გთავაზობთ, ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მარინე ბერიანიძესთან:
- ეს სასწავლო წელი იყო...
- ძალიან დატვირთული, საქმიანი, შინაარსიანი და ნაყოფიერი.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი:
- მეტი თანამშრომლობა საერთო საქმისთვის. წარმატებას ვაღწევთ ერთად - მოსწავლე, მშობელი, სკოლა!
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიხატავდი...
- მზეს - უანგარო სითბოს, სინათლის, სიკეთის, სიცოცხლის წყაროს.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- ცოდნის დამტკიცების გარდა უსამართლო გარემოსთან ბრძოლაც მიწევდა, რასაც ვერაფრით ვუხსნი ახლანდელ აბიტურიენტებს, საბედნიეროდ.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- რომ ეს დიდი საქმის დასაწყისია და ამ საქმეში მათი გამარჯვება ქვეყნის გამარჯვებაცაა.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- მეც ბიოლოგიის მასწავლებელი უნდა გამოვიდე.
- მოტივაციას მაძლევს...
- მოსწავლეთა შედეგები, წარმატება და აღიარება, მათი კომენტარები და ბარათები, რომელსაც ხშირად ვიღებ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა