სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორელოვკის N3 სკოლის მეთერთმეტეკლასელებმა პროექტზე - „გლობალური ეკოლოგიური პრობლემები“, მუშაობა წარმატებით დაასრულეს
14-06-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ისინი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა პროექტზე - „გლობალური ეკოლოგიური პრობლემები“ დაასრულეს მუშაობა.

პროექტის ფარლგებში, მათ მოამზადეს პრეზენტაციები, კედლის გაზეთი, პოსტერები.

ბავშვებმა, ასევე გარემოს დაცვის დღეს, მიუძღვნეს აქცია.

„მათ, სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დაასუფთავეს სოფელ გორელოვკის მიმდებარედ არსებული რეკრეაციული სივრცე და მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, ხეებზე პოსტერები გააკრეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დასუფთავების აქციაში საკუთარი სურვილით ჩაერთნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებიც. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი აქტივობებისა და პროექტების წახალისებას ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება