სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქართველოს კუთხეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია“- თეთრიწყაროს N2 სკოლის X კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
14-06-2023
-
+


თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, პროფესიონალი მასწავლებლების ხელმძღვანელობით, არაერთი აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, სახვით და გამოყენებითი ხელოვნებაში, X კლასში საინტერესო პროექტი - „საქართველოს კუთხეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია“, გაიმართა. მას პედაგოგი შოთა ეფხოშვილი უძღვებოდა.

პროექტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგებელი 13 მოსწავლე მონაწილეობდა, ისინი მუნიციპალიტეტის ისტორიას დიდი ინტერესით გაეცნენ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული თიხის ექსპონატები დაათვალიერეს და თიხის ოსტატსაც ეწვივნენ. მათ ცოდნა გაიღრმავეს, შესაძლებლობები წარმოაჩინს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

პროექტი გეგმის მიხედვით განხორციელდა და პრეზენტაციით დასრულდა, რასაც სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე, დამრიგებელი, მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

პროექტის შესახებ რეფლექსიას პედაგოგი გვიზიარებს.

„უნდა აღინიშნოს, რომ განათლების სამინისტროს მიერ მიღებული კანონის შესაბამისად, X კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, შეექმნათ და ემუშავათ პროექტებზე, სადაც ისინი იხელმძღვანელებდნენ მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით.

შერჩეულ პროექტში ჩართული იყო 13  მოსწავლე, რომლებიც წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობას, მათ დიდი ინტერესი გამოავლინეს პროექტზე მუშაობისას მუნიციპალიტეტის ისტორიის, მისი წარსულის, კულტურული მემკვიდრეობის, თიხის გამოყენების ისტორიის და მასზე მომუშავე თანამედროვე ოსტატის შემოქმედების მიმართ. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებს ჩვენს საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციასა და მომავალი პროფესიის არჩევაში. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული თიხის ექსპონატების მონახულებისა და მათი წარმომავლობის ისტორიის გაცნობისა და შესწავლის შემდეგ, მოსწავლეები ეწვივნენ, გაიცნეს და ჩამოართვეს ინტერვიუ ჩვენს რაიონში მოღვაწე თიხაზე მომუშავე ოსტატს. გაეცნენ მის შემოქმედებასა და მიღწევებს, ისაუბრეს თიხის ისტორიაზე, მის შესაძლებლობებზე თანამედროვე ხელოვნებაში და ამ პროფესიის პერსპექტივაზე.

ეროვნული სასწავლო გეგმით საშუალო საფეხურზე X-XI კლასების სტანდარტით ესთეტიკური აღზრდის ჯგუფის საგანში - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, განსაზღვრული სავალდებულო სემესტრული პროექტის მიზანი ითვალისწინებს შეძენილი ცოდნისა და დაგროვილი გამოცდილების დაკავშირებას ერთმანეთთან, ასევე განუვითაროს მოსწავლეებს წარმოსახვა, შემოქმედებით-ასოციაციური აზროვნება და ემოციური სფერო, გამოუმუშაოს ხელოვნების ნიმუშებისა და შეფასების, გარემოს შეცნობისა და მისი მხატვრული ასახვის უნარს“,- წერს მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება