| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები საზეიმოდ გააცილეს.
კურსდამთავრებულებმა, სასკოლო ცხოვრების საუკეთესო, სახალისო და დაუვიწყარი მოგონებები გაიხსენეს და საყვარელ მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად ბევრი იმხიარულეს.
ახალგაზრდები სკოლაში, თეთრი მაისურებით გამოცხადდნენ, რომლებიც სასკოლო საზოგადოებამ დღის ბოლოს მისალოცი წარწერებით შეამკო.
კურსდამთავრებულებისთვის დღე ემოციებით დახუნძლული, ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
„მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას! წინ ცხოვრების ახალი საინტერესო ეტაპი გელოდებათ. მაკვანეთის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გისურვებთ წარმატებებს და ამ დიდი ცხოვრების ღირსეულად გავლას!“, - ასე მიულოცეს პედაგოგებმა მოსწავლეებს სკოლის წარმატებით დასრულება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა