სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ასკანის საჯარო სკოლის „ციფრული სივრცე - მეტი შესაძლებლობა“ პარტნიორებთან ერთად საინტერესო პროექტს ახორციელებს
14-06-2023
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს. პროფესიონალი პედაგოგებისგან შემდგარი გუნდი, წლის განმავლობაში, არაერთ მნიშვნელოვან და გამორჩეულ პროექტსა თუ ღონისძიებას მართავს. 

ასკანის საჯარო სკოლის „ციფრული სივრცე - მეტი შესაძლებლობა“ პარტნიორებთან ერთად საინტერესო პროექტს - „თანასწორობა ძლიერი თემისთვის“, ახორციელებს. 

ამჯერად, პროექტის ფარგლებში, სამეწარმეო ტური ჩატარდა. მისი მონაწილეები გამოცდილების გაზიარების და შესაძლებლობების აღმოჩენის მიზნით, მენაბდის მარანსა და მოჭრილი ვარდების მწარმოებელ კომპანიას ესტუმრნენ.

იმედოვნებენ, რომ წარმატებული სამეწარმეო პრაქტიკების გაზიარება, პროექტის მონაწილეებისთვის მოტივაციის წყარო იქნება, რათა საკუთარი ბიზნეს-სამეწარმეო იდეები დაიწყონ და განავითარონ. 

აღსანიშნავია, რომ პროექტს „თანასწორობა ძლიერი თემისთვის“ ახორციელებს „ნასაკირალის საინიციატივო ჯგუფი - ნასა” და ასკანის საჯარო სკოლის „ციფრული სივრცე - მეტი შესაძლებლობა”, ქალთა ფონდი საქართველოში და ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, პროექტის - „ქალების ძალაუფლება ინკლუზიისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ადგილობრივ ორგანიზაციებთან - „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”, „რაჭის სათემო ორგანიზაცია”, „ქალი და რეალობა” და „უხუცეს ქალთა საბჭო“, თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება