სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 სკოლის მოსწავლეები სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის ფინალში წარმატებით წარდგნენ
14-06-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის ფინალში შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

ფინალში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის კლუბთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჩაქურა“ მონაწილეობდა. სწორედ აღნიშნულ ანსამბლი ირიცხებიან ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები. „ჩაქურა“ ფესტივალზე 
მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ანსამბლის ხელმძღვანელები: თენგიზ ჭაღალიძე და თამუნა კონცელიძე არიან.

ფინალი აჭარის რეგიონში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მოეწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამარჯვებული ანსამბლების გალა კონცერტზე დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა, სადაც გამარჯვებულ ანსამბლებს ჯილდოები გადასცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ.

აღსანიშნავია, რომ მიღწეული წარმატებისთვის ანსამბლს ფულადი ჯილდო გადაეცა.

ანსამბლი „ჩაქურა“ უკვე მრავალი წელია არსებობს, აქტიურად მონაწილეობს რეგიონალურ თუ ეროვნულ კონკურსებში, ასევე სხვადასხვა ფესტივალში, როგორც ქვეყნის შიგნით ისე საზღვარგარეთ. აღსანიშნავია, რომ ანსამბლს მიღებული აქვს არაერთი საპრიზო ადგილი და ფასიანი საჩუქარი.

„წარმატებები ანსამბლს და მის ხელმძღვანელებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება