| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეები მეწარმეობის უნარ-ჩვევებს წარმატებით ეუფლებიან.
სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს „იდეების და მეწარმეობის ლაბორატორია“, რომლის წევრები მრავალფეროვან აქტივობებში არიან ჩართულნი.
ამჯერად, კოდის საჯარო სკოლის „იდეების და მეწარმეობის ლაბორატორიის“ წევრები სტუმრად იმყოფებოდნენ სოციალურ საწარმო „კოდალაში“.
საწარმოს დირექტორმა მოსწავლეებს გააცნო საწარმოს მიზნები, მუშაობის სპეციფიკა. დასასრულს მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს მოსწავლის ხის ინდივიდუალური საათი. ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
მოსწავლეებმა შესაძლებლობებით მასპინძლები მოხიბლეს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ ამ შეხვედრაზეც მოვისმინეთ - „ყოჩაღ კოდის საჯარო სკოლას და მასწავლებლებს, ასეთი შესანიშნავი ბავშვებისთვის!“- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა