სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებში ამოკითხული მცენარეთა ნაწილი შეაგროვეს და სტენდი შექმნეს
13-06-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედება საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს.

მის შემოქმედებიდან ამოკითხული მცენარეთა ნაწილი შეაგროვეს და სტენდი შექმნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის მოსწავლეებმა და მათმა ქართულის მასწავლებელმა - ლეილა არჩემაშვილმა წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელეს.

ერთ-ერთი სწორედ აღნიშნულ აქტივობას მოიცავდა.

„პედაგოგმა მოსწავლეებს ასწავლა, რომ მათი მხარე და ივრისპირეთი, სოფლები: კოჭბანი და გორანა კარგად სცოდნია ქართული პოეზიის არწივს - ვაჟა-ფშაველას, სწორედ მის პატივსაცემად იმართება აქ ყოველწლიურად ლიტერატურულ-სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“. პედაგოგმა ასწავლა, რომ გომბორის თავში მდებარე მთის სოფელი - ვერონა იხსენიება ვაჟას პოემა  „მონადირეში“. აქვე, სკოლასთან ახლოს, სოფელ გორანაში, მდებარეობს საყდარი, რომელშიც ღამის გათევა გადაწყვიტა  ორმოცამდე მოთარეშე ლეკმა („ივანე  კოტორაშვილის  ამბავი“) და ივანემ ისინი კომბლით ამოხოცა: „რამდენმაც თავი გამოჰყო, სუყველა ქვიშას გაჰრია.“ იმავე პოემაში არის ნახსენები აქ მდებარე იალნოს მთა. „წავიდა იალნოს ძირზე (ვანე(,  ტყე-ტყე  მგელივით  დიოდა“  აქვე, ივრის პირას, არის ის მორევი, რომელშიც კოტორაშვილმა იბანავა და სხვა, აქაურთათვის ნაცნობი  ადგილები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მასწავლებელმა და მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, შეძლებისდაგვარად, შეეგროვებინათ ის  მცენარეები, რომლებიც ამოკითხული აქვთ როგორც სასკოლო სახელმძღვანელოებში შეტანილ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებში  და  ისე მის სხვა ტექსტებშიც. 

მასწავლებლის მითითებით შეგროვებული ნიმუშები სკოლაში მიიტანეს და შექმნეს სტენდი. მასზე, მცენარეების გვერდით,  განათავსეს ამონარიდები ნაწარმოებებიდან, რომლებშიც იხსენიება ესა თუ  ის  მცენარე.  

„ზოგიერთმა ბავშვმა მისთვის ჯერ უცნობი  ყვავილი და ფოთოლი გაიცნო. სტენდის შექმნა-აწყობაში იაქტიურეს მოსწავლეებმა:  ლაშა ნიბლოშვილმა, გიორგი თათარაშვილმა, ელმირა ისლამოვამ,  ნინო  ღურბელაშვილმა, ანა კუზმინამ, ელვინ ფაშაევმა,  გიორგი ღვინიაშვილმა, ნიკოლოზ ხიბლაშვილმა, გიორგი საღირაშვილმა, გუგა ხუმარაშვილმა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლეები სექტემბერში ამ სტენდის განახლება-გამდიდრებას ზაფხულის არდადეგებზე, მასწავლებლის დავალებით, შეგროვებული მცენარეების  ნიმუშებით  აპირებენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება