სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ხულოს საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით, ემოციურად გააცილეს
29-05-2023
-
+


დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის 26 მოსწავლისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო.

კურსდამთავრებულებს ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე, სკოლის დირექტორმა არკადი ართმელაძე, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„26 მოსწავლე ემშვიდობება სკოლას, საუკეთესო წლებს, ლაღ ბავშვობას, უზრუნველობას. ეს დღე განსაკუთრებული ემოციებით არის დატვირთული. მათ გრანდიოზული ღონისძიებით გადაფარეს სევდა, ცრემლი და ღელვა, რომლითაც 12 წელი იყვნენ დაკავშირებული. მათ ემოციებს შეუერთდა და მიულოცა ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბატონი ედუარდ მიქელაძე, სკოლის დირექტორი ბატონი არკადი ართმელაძე, თითოეულმა მასწავლებელმა და მშობელმა გაიზიარეს მათი სიხარული და სევდა. გვჯერა, თქვენც ღირსეულად შეუერთდებით იმ კურსდამთავრებულთა სიას, რომლებიც დღეს საუკეთესო უნივერსიტეტებში გრანტით სწავლობენ და წარმატებულები არიან. გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და წარმატებებს გისურვებთ“,- ვკითხულობთ სკოლის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება