სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მუდამ მადლიერი ვიქნები ამ დაუვიწყარი 12 წლისთვის“ - დიდი ჭყონის N1 სკოლის მეთორმეტეკლასელის - მარიამ გაგუას მადლობის წერილი პედაგოგებსა და დირექციას
29-05-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

აღნიშნული დღე მეთორმეტეკლასელი მარიამ გაგუასთვის ემოციური და დაუვიწყარი იყო.

მან სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენა და აღნიშნა პედაგოგების ღვაწლი, რომლებმაც მის განათლებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

მეთორმეტეკლასელმა თავისი ემოციები, მასწავლებლებისადმი პატივისცემა და მადლიერება შემდეგი წერილით გამოხატა:

„დაუვიწყარი ძვირფასი 12 წელი! მე მარიამ გაგუა ვარ.

მინდა, ჩემი ემოციებით დატვირთული გრძნობათა კორიანტელი გადმოგცეთ, ჩემი სკოლის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის შესახებ. სკოლა ჩემთვის ის ადგილი იყო, რომელიც შეუძლებელია სიტყვით გადმოგცეთ, თუ რამდენს ნიშნავდა. დავიწყებ იქიდან, რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედ-კოლექტივს ჩემს სწავლა-განათლებაში. ფაქტობრივად, სკოლა ჩემი მეორე სახლი იყო. იქ თავს ვგრნობდი, ჯანსაღ, განვითარებად და სასიამოვნო გარემოში, სადაც მასწავლეთ, რომ ვარ 1. „ქუჯისა და ცოტნეს“ ღირსეული შთამომავალი. 2. რომ „ადამიანად“ ყოფნა უმთავრესია ჩვენს ცხოვრებაში და 3. რომ, „ილიას“ პრიციპებით გავუდგეთ ცხოვრების გზას. თამამად ვიტყვი, რომ მასწავლებლები იყვნენ ჩემი მეორე მშობლები და აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მე დედა მყავს უცხო ენის(ინგლისური ენა) პედაგოგი, რომელიც 10 წელი მიმიძვღოდა წინ და დამიტოვა უცხო ენის სიყვარული, შემდეგ კი ჩემი წინსვლისთვის ემიგრანტობას შეეხიდა- მადლობა „დედა გმირობისთვის“ სკოლის დამთავრება მაუწყებელია, რომ დასრულდა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი და წინ სიახლეებით დატვირთული ასპარეზი გველოდება. იქნება უფრო მეტი მოლოდინები, ბრძოლები, ბევრი გამართლება, მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ა. შ. და მჯერა, ჩვენ ყველანი, 2023 წლის კურსდამთავრებულები, ვასახელებთ ჩვენს მშობლებს, სკოლას, მხარესა და საქართველოს. რას ემსახურება ყოველივე ეს? მინდა, რომ უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მასწავლებლებს, რომლებიც განურჩევლად ერთმანეთისა ყველა ძალიან მიყვარს. არასოდეს დამავიწყდება თქვენი გაწეული შრომა და ვიქნები მუდამ მადლიერი ამ დაუვიწყარი 12 წლისთვის. ვისურვებ ყველგან და ყოველთვის ქუხდეს დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის სახელი. მადლობა მასწავლებლებო!“, - ამბობს მეთორმეტეკლასელი.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება