სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
29-05-2023
-
+


ახალციხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობებში ხშირად ეწყობა. 

ამჯერად, შემეცნებითი ექსკურსია თბილისის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონსა და ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. 

ექსკურსიის მიზანი ბუნებრივი გარემოს, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობიერება და მის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენა, ასევე პატრიოტიზმის გრძნობის გაღვივება და  ჩამოყალიბება იყო.

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეები დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ თითოეულ ექსპოზიციას, რომელიც ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო წარმოდგენილი. მათთვის მეტად შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა სტუმრობა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 

ვიზიტებმა დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა. 

„პანთეონში ღირსეულ მამულიშვილთა სავანეა. აქ განსვენებულთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის მაგალითი საგზლად გაჰყვება სამშობლოს სადარაჯოზე მდგომ მომავალ თაობას. რა არის სამშობლო?! რა არის თავისუფლება?! სჭირდება თუ არა მას გაფრთხილება?! - ეს იყო მოსწავლეთა დისკუსიის მთავარი თემა, რომელზეც ისინი ილიას, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას სახელის ამოკითხვისას იწყებენ ფიქრსა და საინტერესო მსჯელობას...„იქნებ ვაზია სამშობლო“ - ნოდარ დუმბაძის საფლავის სულში ჩამწვდომი ეპიტაფია მეტად ფიქრებს და მოსვენებას არ აძლევს მომავალ თაობას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება