სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უდაბნოს საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები საზეიმო ვითარებაში, დიდი სიყვარულით გააცილეს
29-05-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუწერეს.

ბავშვებმა, „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე თეატრალური დადგმა წარადგინეს, რომლის რეჟისორი მეთორმეტეკლასელი - გიორგი ჩოხელი გახლდათ.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დღე იქ მყოფი საზოგადოებისთვის დაუვიწყარი გახადეს.

ღონისძიებაზე, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მიწვეული იყო მსახიობი, მულტიფუნქციური სახელოვნებო ორგანიზაციის „შეხვედრის ადგილის“ დამფუძნებელი დმანისში - ლაშა ჩხვიმიანი.

მეთორმეტეკლასელებმა აღნიშნულ დღეს სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს და პედაგოგთა ღვაწლი აღნიშნეს, რომლებსაც მათ განათლებაში დიდი წვლილი მიუძღვით.

მათ, ასევე როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაუღალავი შრომისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს  სკოლის დირექციასა და პედკოლექტივს.

„ღონისძიების სულისჩამდგმელი იყო დამრიგებელი - მაია დადვანი, რომელიც დიდი სიყვარულით მოიხსენიეს, მასთან ერთად მათი დაწყებითი კლასების მასწავლებელი - სოფო გიბიშვილი“, - გვიყვებიან სკოლაში.

დღე ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

„აღსანიშნავია, კლასში სამი ოქროსმედალოსანია -  ხატია ქანცლიანი, მადონა გუჯეჯიანი და თათია გულბანი“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება