სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პოეტ მანანა ჩიტიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
29-05-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა ყოველთვის გამორჩეულ, საინტერესო და მნიშვნელოვან ღონისძიებებს აწყობს. 

ამჯერად, სკოლაში პოეტ მანანა ჩიტიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელიც მართლაც ძალიან ნაყოფიერად წარიმართა. პოეტის გამორჩეული პატრიოტული ლექსები მოსწავლეებმა უდიდესი მონდომებითა და პასუხისმგებლობით წაიკითხეს. მათ მანანა ჩიტიშვილს კითხვებიც დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გამართული საღამოთი თავად პოეტი კმაყოფილებასა და აღტაცებას ვერ მალავდა. 

სკოლის დირექტორმა - ლალი მელივამ მოწვეული სტუმრისა და მოსწავლეების მიმართ სიკეთით და მადლიერებით სავსე სიტყვები წარმოსთქვა.

პოეზიის საღამოს მუსიკალური რედაქტორი ნინო ბიბილური იყო, აქტიური მხარდამჭერი და ორგანიზატორი - ირმა კვანჭიანი, დარბაზი კი მხატვრულად მარი მჟავიამ გააფორმა.

„ეს იყო პოეზიის დღესასწაული, მართალი, გულში ჩამწვდომი სიტყვის, სულიერების, დიდსულოვნების, ცხოვრების ქარტეხილებთან შეჭიდების და მარადიულ ფასეულობებთან თვალის გასწორების გულწრფელი ეპიზოდები.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა ირინე კვანჭიანმა და ლეილა თვალაბეიშვილმა მე-6 და მე-4 კალსის მოსწავლეებს ისეთი შთაგონება და პოეზიის სიყვარული შთაუნერგეს, რომ სხვაგვარად შეუძლებელი იყო.
პოეტის რჩეული პატრიოტული ლექსები მოსწავლეებმა წაიკითხეს საოცარი დეკლამაციით, გულიდან გაჟღერებული სტრიქონებით. გრძნობებისა და ემოციების ტალღა არამხოლოდ პატარა მსახიობებს, მთელ დარბაზსს მაგიურად მოედო და მონუსხულ პუბლიკას გულწრფელი ცრემლები აღვრევინა. ცოტა მოგვიანებით, ქალბატონმა მანანამ დიდი ემოციით აღნიშნა:
„დასამახსოვრებელი, მართლა საოცარი ბავშვები და პედაგოგები, სკოლის დირექცია - ყველა ერთსულოვანი, მაღალი სულიერებით აღბეჭდილი, ერთად შეკრული... მთხრობლადაც საინტერესონი და მსმენელადაც საუკეთესონი, თვალებში არეკლილი ცრემლებით და მძაფრი ემოციებით.
...და იყო პოეზია... იყო სულის ზეიმი. იყო საქართველო ტკივილიანი სიყვარულით...
ასეთი ბავშვები, ამგვარი განცდა, ასეთ უტკბილეს ხმებში შესრულებული საგალობლები...- ვერც გაოცებას ვმალავდი, ვერც სიხარულს. ეს ის ჟამი იყო, უნებლიედ რომ აღმოგხდება: „როგორი მშვენიერია ზოგჯერ მოდგომა ცრემლისა“.
ასე ერთიანი სულისკვეთებით შეკრული საუცხოო პედაგოგიური კოლექტივი, ამნაირად სულხორციანად „მწერლობით შეპყრობილი“ ქართულის მასწავლებლები, ერთად არც მინახავს’“.
ირინე კვანჭიანი კი ემოციურად აღნიშნავდა - „ქალბატონი მანანას პოეზიის ყველა სიტყვა, ყველა - ფრაზა, ყველა- ბგერა, იმდენად დიდია და საქართველოს სიყვარულით გაჯერებული, ვთვლი, რომ ამ შემოქმედების ბავშვებამდე მიტანით ნახევარი აგურით მეც შევეწიე ჩემს ქვეყანას. დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონო მანანა, მადლობა რომ თქვენი პოეზია მაძლევს ძალას და იმედს იმისას, რომ საქართველოს ისტორიას დავიწყება არ უწერია!
„რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ
სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ?!
ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი
მამულს ასული ახლა თქვენგვარი?
ქარმან ჩ რ დ ი ლ ო ს მ ა ნ
ყველაზედ პირველ
გარდაუცვალა მათ გული ცხოველ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება