სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ
29-05-2023
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მოსწავლეების ხარისხიან განათლებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ. 

შედეგად, მოტივირებული, ნიჭიერი და ბეჯითი მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არანაირ გამოწვევას არ უშინდებიან და სხვადასხვა ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან. 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტმა X ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - „კულტურა, იდენტობა, პოლიტიკა” ჩაატარა. 

წელს პირველად, ამ ინტერდისციპლინურ კონფერენციაში ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ნაშრომები წარადგინეს, უპასუხეს შეკითხვებს და კომპეტენტური შეფასება მოისმინეს.

კონფერენციაში შემდეგი მოსწავლეები ჩაერთნენ:

  • გიორგი ჩხაიძე - „კულტურული კოქტეილი“ ბათუმის მე-20 საუკუნის ლიტერატურული კაფედან", ხელმძღვანელი ალექსანდრე მელიქაძე;
  • მარიამ გოროზია - „ნაადრევი ქორწინების საკითხი აჭარაში (XXI საუკუნის მასალების მიხედვით)", ხელმძღვანელი ზვიად ჩხენკელი;
  • მარი ნინიძე -„რეალური და ციფრული ბათუმი", ხელმძღვანელი პირიმზე რურუა;
  • სანდრო კალანდაძე - „XX საუკუნის 30-იან წლების რეპრესიების გამოძახილი აჭარაში" , ხელმძღვანელი პირიმზე რურუა.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სკოლა ასახელეს. 

„ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაციის სახელით, უღრმეს მადლობას მოვახსენებთ კონფერენციის ორგანიზატორებს ამ განსაკუთრებული შესაძლებლობისთვის!
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გიმნაზიელებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება