სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N119 სკოლის IX კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი მთაწმინდის პანთეონში 
29-05-2023
-
+


თბილისის N119 საჯარო სკოლის IXბ კლასის მოსწავლეებს პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობის“ ფარგლებში რუსულ ენასა და ისტორიაში შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

გაკვეთილი პოეტ ალექსანდრე გრიბოედოვისა და ულამაზესი ნინო ჭავჭავაძის უკვდავი სიყვარულის ეხებოდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის ძირითადი ნაწილი წარიმართა მთაწმინდაზე, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 

მოსწავლეები პროექტში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშანვია, რომ ბავშვებმა ისაუბრეს გრიბოედოვის ცნობილი ვალსის ფონზე, ეს კი, უყურადღებოდ არ დარჩენიათ იქ მყოფ ვიზიტორებს და სიამოვნებით ისმენდნენ მათ ნაამბობს.

მოსწავლეები პანთეონში შეხვდნენ ოთარ გაგუას, რომელიც ოც წელზე მეტია პანთეონის ერთგული მცველია, ისიც ჩაერთო აქტივობაში და ბავშვებმა, მისგან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.

„თბილისის ეშხი და სილამაზე - ნინო ჭავჭავაძე გამოარჩია ალექსანდრე გრიბოედოვმა, იგი ნინოს მუსიკას ასწავლიდა, ფრანგულად ელაპარაკებოდა და მისგან ქართულს სწავლობდა. მათი მეგობრობა ემოციურ ურთიერთობებში გადაიზარდა და ქორწინებით დასრულდა.

ბედნიერი დრო, სამწუხაროდ, მალე გაქრა... „ალექსანდრე გრიბოედოვის მიმართ ჩემს სიყვარულზე უფრო დიდ ბედნიერებას ვერც კი წარმოვიდგენდი, მაგრამ ვაი, რომ ეს სიყვარული მომტაცეს და მან ჩემი ბედნიერებაც თან გაიყოლა“... მის შემდეგ „წინანდლის შავი ვარდის“, ძალისხმევა ქმრის ხსოვნის ერთგულებით და საქველმოქმედო საქმეებით იყო ნაკარნახევი.

სხვადასხვა კლასის წარმომადგენლები, განსხვავებული აზროვნების და იდეების მქონე ადამიანები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ნინო ჭავჭავაძე იდეალური ქალი გახლდათ და მას ვერავინ ვერ შეედრებოდა“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

ინტეგრირებული გაკვეთილი პედაგოგებმა - ნინო მაისურაძემ და მაია პაიჭაშვილმა ჩაატარეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება