| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაასრულეს.
სკოლის Iა და Iბ კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგების - ნანა აბესლამიძისა და დონარი ჭელიძის ხელმძღვანელობით, ანბანი ღონისძიებით „გააცილეს“ .
„მოსწავლეებმა კიდევ ერთი ლამაზი საღამო გვაჩუქეს! ამჯერად, „ვემშვიდობებით ქართულ ანბანს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შესაძლებლოები მხატვრულ კითხვაში, სიმღერასა და ცეკვაში გამოავლინეს.
„მოსწავლეებს განუვითარდათ როლური თამაშების უნარ-ჩვევები, გამოუმუშავდათ ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი თავის წარმოჩენის უნარი!“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღნიშნული ღონისძიება საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.
„სკოლა მადლობას უხდის ორივე კლასის ნიჭიერ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს - ნანა აბესლამიძეს და დონარი ჭელიძეს. ასეთი ლამაზი და შინაარსიანი ღონისძიებისთვის!“, - ამბობენ სკოლაში.
მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას