| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
სკოლაში, ღონისძიება - „26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა“ ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გულნაზ ზოსიძე.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე თემატური ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ბავშვებმა ასევე 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ცოდნა კიდევ უფრო აიმაღლეს.
„ვულოცავთ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მშვიდობიან და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს სამშობლოს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას