| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-2 კლასში პედაგოგ შორენა კეკიშვილის ხელმძღვანელობით, ინგლისურ ენაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემა - „ტანსაცმელი“ იყო.
„ჩემმა პატარებმა წარმატებით დაძლიეს კვირის თემა „ტანსაცმელი“, - აღნიშნავს პედაგოგი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისაუბრეს მათ გამოყენებასა და საჭიროებაზე.
აგრეთვე განიხილეს საკითხი იმის შესახებ, რომ წელიწადის ყველა დროს სჭირდება შესაბამისი ტანსაცმელი.
„ტანსაცმელთან და წელიწადის დროებთან ერთად, განვიხილეთ ბუნებრივი მოვლენები, როგორიცაა: ქარი, თოვლი, წვიმა და ა.შ. ეს ყველაფერი კარგად ავკინძეთ და დავიხმარეთ „Ronnie s workshop“, - გვიყვებიან სკოლაში.
მათ თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს და ინგლისურად წინადადებები შეადგინეს.
„ამის კარგად წარმოჩენაში დაგვეხმარა მეთოდი „სწავლა თამაშით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღნიშნული აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით იყნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეებს ინგლისური ენაში ცოდნას უღრმავებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას