სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გავერთიანდეთ დედამიწის გადასარჩენად!“ - გარემოსდაცვითი ღონისძიება გულგულის საჯარო სკოლაში
15-05-2023
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გარემოსდაცვით საკითხებზე და მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში ფართომასშტაბიანი ღონისძიება გაიმართა, დევიზით - „გავერთიანდეთ დედამიწის გადასარჩენად, ყოველი დღე, ვაქციოთ დედამიწის დღედ!“.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მიეძღვნა 22 აპრილს - დედამიწის დღეს!

ღონისძიებაზე მე-10 კლასის მოსწავლეებმა მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში, პრეზენტაცია - „გადავარჩინოთ გარემო მავნე ნარჩენებისგან“, წარადგინეს და პრევენციული ღონისძიებები დაგეგმეს.

პედაგოგმა, მადლენა გიგაურმა ისაუბრა მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ და მის მნიშვნელობაზე.

სკოლის ეზოში თეორიული საკითხების განმტკიცების მიზნით, რეპორტაჟი მოეწყო გარემოსდაცვით საკითხებზე, მოსწავლეებმა დარგეს ნერგები და ყვავილები, ამ აქტივობებით კი, გარემოს გაჯანსაღებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა, თემში ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, გაავრცელეს ბუკლეტები და როგორც თავად აღნიშნავენ, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის გადადგმული ნაბიჯი.

„დიდი მადლობა სკოლის დირექტორს გვერდში დგომისთვის, მასწავლებლებს, თითოეულ მოსწავლეს ასეთი შემართებისთვის, რადგან დედამიწა ცოცხალი პლანეტაა, მას სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა და მოვლა, მხოლოდ საერთო ძალისხმევით გადავარჩენთ ჩვენს პლანეტას!“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება