სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად დედამიწისთვის“ - პატარა გარემოსდამცველები თბილისის N192 საჯარო სკოლიდან
15-05-2023
-
+


თბილისის N192 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ისინი პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებში, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები მოეწყო.

მოსწავლეთა დევიზი - „ერთად დედამიწისთვის“ იყო.

პირველკლასელებმა, გარემოსდაცვით დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში მარადმწვანე მცენარეები დარგეს. 

აქტივობაში მათთან ერთად, მონდომებითა და ინტერესით მასწავლებლები და მშობლებიც იყვნენ ჩართულნი.

კვირეულის ფარგლებში, როგორც სკოლაში გვიყვებიან,  მე-3 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო პლაკატები შექმნეს, სხვადასხვა მოწოდებით.

„მათ შექმნეს ჩანახატები თუ რატომ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე, როგორ დავზოგოთ რესურსები, რათა დედამიწა იყოს მეტად ჯანმრთელი და მრავალფეროვანი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობებში მონაწილეობდნენ: I, III, III, V და V კლასების მოსწავლეები.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ასევე ღონისძიებაში - „ჩვენ გვიყვარს დედამიწა“, გაიმართა.

გარემოს დაცვის მხარდასაჭერ ღონისძიებაში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ასაკის შესაბამისად, ყველა მოსწავლე ჩაერთო. 

„ბავშვებმა ძალიან საინტერესო და ლამაზი ნაშრომები წარმოადგინეს, ისინი მონაწილეობდნენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში, დარგეს მრავალი ნერგი“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, კლასებში ასევე თემატური ფილმის ჩვენებაც მოეწყო.

„ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, დიდი მადლობა თქვენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კვირეულის ფარგლებში, ასევე სკოლაში VIII კლასის მოსწავლეებისთვის, ექსპერტმა სოფიკო კენკებაშვილმა საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა.

მან ისაუბრა, თუ როგორია დედამიწა კოსმოსიდან.

ასევე მან მოსწავლეებს აერო/კოსმოსური გადაღებისა და ხელოვნური თანამგზავრების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა.

„საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეულის დასრულება ასე აღვნიშნეთ! დიდი მადლობა ქალბატონ სოფიკოს გაწეული სამსახურისთვის და ვიმედოვნებთ, კიდევ ბევრი სიახლით დააინტერესებს ჩვენს ბავშვებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება, ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება  გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.  ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება