სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეები საინტერესო კომპლექსურ დავალებებს ასრულებენ
11-05-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში, კომპლექსურ დავალებებს აქტიურად და ხალისით ასრულებენ. 

ამჯერად, IIა კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპი ჩატარდა. მოსწავლეებმა გვანცა ნინიძის მოთხრობა „საჩუქარი“ გააგრძელეს. ასევე, დაამზადეს ფერად-ფერადი მისალოცი ბარათები, რომლებშიც ასახეს, თუ როგორ მიულოცავდნენ დედას დაბადების დღეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეების შექმნილი ტექსტები და ბარათები ძალიან საინტერესო იყო. გაკვეთილში ყველა მოსწავლე აქტიურად მონაწილეობდა. სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ კი შინაარსობრივად დატვირთული გაკვეთილისათვის მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა. 

კლასის ხელმძღვანელი და საგნის მასწავლებელი ლელა ჩირგაძე მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.

გარდა ამისა, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ქართული ენასა და ლიტერატურაში მე-2გ კლასშიც გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში პედაგოგ ნინო ლობჟანიძის ხელმძღანელობით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

გაკვეთილმა დასახულ მიზნებს მიაღწია, მას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა.

„ერთმანეთის სიყვარულს, უფროსების მიმართ პატივისცემასა და ყურადღებას, წაკითხულის გააზრებასა და ტექსტის ინტერპრეტირებას, ახალი პროდუქტის შექმნის უნარის ჩამოყალიბება-განმტკიცებას ემსახურებოდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია.
გაკვეთილმა მიზანს მიაღწია, ვიმედოვნებ, ჩვენი პატარები სწორედ ამ ღირებულებებით იცხოვრებენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება