სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლის მოსწავლეებმა ამერიკელ სტუმარს ჩვენი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები გააცნეს
08-05-2023
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლებმა ვირტუალური მოხალისის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ვირტუალურ მოხალისესა და პროექტში ჩართულ მოსწავლეებს შორის პირისპირ შეხვედრა მოაწყვეს.

აღნიშნული პროექტი მშვიდობის კორპუსის ორგანიზებული იყო.

„შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ამერიკელ სტუმარს გააცნეს ჩვენი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს და მოხალისეს მისი შინაარსობრივი მხარე განუმარტეს, მათ ასევე იცეკვეს და ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ მათ.

შეხვედრას ვირტუალურად პროექტის მენეჯერი - ია გელაშვილი დაესწრო, რომელმაც როგორც სკოლაში გვეუბნებიან, წარმატებულად შეაფასა პროექტი და ხაზი გაუსვა მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას.

შეხვედრაზე სტუმარს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - თამარ ოძელაშვილმა. მან აღნიშნა არაფორმალური განათლების მნიშვნელობა და აუცილებლობა მოსწავლეთა განვითარებისთვის.

„მადლობას ვუხდით მშვიდობის კორპუსს, ჩვენს ვირტუალურ მოხალისეს ჯიმ დეილის (Jim Daly), პროექტში მონაწილე მოსწავლეებსა და ჩვენი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლებს აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება